არქიტექტურის სამსახური მოქალაქეებს ახალ რეგულაციებს აცნობს
თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახური, თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების განახლებული წესების, დაინტერესებული საზოგადოებისთვის გაცნობის მიზნით, აქტიურ საინფორმაციო კამპანიას აწარმოებს.
დადგენილების ახალ რედაქციაში შეტანილი მნიშვნელოვანი სიახლეების აღწერილობით დაიბეჭდა საინფორმაციო ბუკლეტები, რომელიც მერიაში მოსულ მოქალაქეებს ურიგდებათ. მუშაობის აქტიურ რეჟიმზე არიან გადასული არქიტექტურის სამსახურის მოქალაქეთა საკონსულტაციო ჯგუფისა და ცხელი ხაზის თანამშრომლები.
თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების ახალი რედაქცია, რომელიც ქალაქის ქაოტური განაშენიანების პრევენციისთვის მნიშვნელოვან რეგულაციებს აწესებს, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2016 წლის 24 მაისს დაამტკიცა.