საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, კონკურსში მონაწილე კანდიდატები, 2015 წლის 26 და 27 აგვისტოს, გამართავენ საკონკურსო წინადადებების პრეზენტაციას. კანდიდატები საკონკურსო კომისიის წინაშე წარსდგენიან შემდეგი თანმიმდევრობით:
26 აგვისტო
10:00 – კანდიდატი 8 (კომპანია „SCP Consultants Pte Ltd. Singapore“, გიორგი გიორგაძე და სხვები);
12:00 – კანდიდატი 9 (შპს „reicher haase associierte“, შპს „ლზკ“, ზურაბ ბაქრაძე და სხვები);
14:30 – კანდიდატი 7 (შპს „გეოგრაფიკი“, KCAP, Burohappold Engineering, Studia 21, გიორგი გოცირიძე, პავლე ძიძიგური და სხვები).
27 აგვისტო
10:00 – კანდიდატი 3 (შპს „არტსტუდიო პროექტი“, Metrogramma, Mobility in Chain, Aecom, გიორგი სულაბერიძე და სხვები);
12:00 – კანდიდატი 6 (შპს „ანი - არქიტექტორები“, პავლე ძინძიბაძე, ზაქარია ქურდიანი და სხვები);
14:30 – კანდიდატი 11 (შპს „თბილისი ჯგუფი", ა(ა)იპ „სითი ინსტიტუტი საქართველო“, Albert Speer & Partner GmbH (AS&P), ნიკოლოზ ჭეიშვილი, მამუკა სალუქვაძე და სხვები).
პრეზენტაციების ჩატარების ფორმა განისაზღვრა შემდეგი სახით:
პრეზენტაცია ტარდება მხოლოდ ერთი კანდიდატისა და საკონკურსო კომისიის მონაწილეობით;
კანდიდატს ეძლევა 30 წუთი პრეზენტაციისათვის და 1 საათი კითხვა – პასუხის რეჟიმისათვის;
პრეზენტაციის ენა: ქართული/ინგლისური;
თითო კანდიდატს შეუძლია თავისი გუნდის არაუმეტეს თხუთმეტი წევრის მოწვევა, რომლის შესახებაც ინფორმაცია წინასწარ მიეწოდება სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს, არაუგვიანეს 2015 წლის 25 აგვისტოსა.
პრეზენტაციები გაიმართება სასტუმრო Courtyard Tbilisi–ში, მის.: 4 თავისუფლების მოედანი, თბილისი 0105