03:44:24 ოთხშაბათი, 02 აპრილი 2025
მოქალაქეთა გზამკვლევი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ‘’ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური’’ მოქალაქეებს შემდგომში საქმიანობის გამარტივებისთვის სთავაზობს დოკუმენტს სახელწოდებით : ‘’მოქალაქეთა გზამკვლევი’’.

გზამკვლევი მოიცავს ინფორმაციას, როგორც სანებართვო ასევე ქალაქგეგმარებითი კუთხით. თავად გზამკვლევის შექმნის აუცილებლობა გამოიწვია ხშირად დასმულმა კითხვებმა და რა თქმა უნდა, არქიტექტურის სამსახურის მხრიდან საზოგადოებისათვის უკეთესი სერვისის შეთავაზების სურვილმა.

გზამკვლევი შედგება 2 ნაწილისაგან, ამ დროისათვის მოქალაქეებს ვთავაზობთ ქალაქგეგმარებით ნაწილს, სადაც თვალსაჩინოებისათვის განხილულია ყველაზე აქტუალური საკითხები. ვფიქრობთ რომ, დოკუმენტის კარგად გაცნობის შემთხვევაში იგი აუცილებლად გაუადვილებს განმცხადებელს საქმეს.