ქ. თბილისში, მირზა შაფის ქუჩის განვითარების ესკიზურ პროექტზე გამარჯვებული გამოვლენილია
2015 წლის 20 მაისს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში, მირზა შაფის ქუჩის განვითარების ესკიზური პროექტის შერჩევის თაობაზე საკონკურსო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება და გამარჯვებულად დაასახელა შ.პ.ს დე მარკი, საკონკურსო კომისიის მიერ დადგენილი გარკვეული შენიშვნების გათვალისწინების პირობით.
გამარჯვებული პროექტის, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების და რეკომედაციების შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად მიყევით ბმულს.