მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაზე გამოცხადებულ კონკურსთან დაკავშირებით სამსახურისათვის დასმული კითხვები და სამსახურის პასუხები:
1. საკონკურსო დოკუმენტაციის IV თავის „კონკურსის საორგანიზაციო პირობები“ მე-3 პუნქტის გ) ქვეპუნქტის თანახმად, სხვა მონაცემებთან ერთად შეფასდება კომპანიის ფინანსური შესაძლებლობები. გთხოვთ, დააკონრეტოთ თუ რა დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენაა საჭირო. უცხოურ კომპანიასთან გაერთიანების შემთხვევაში, უცხოურ კომპანიასაც მოეთხოვება თუ არა მსგავსი დოკუმენტის წარმოდგენა? თუ მოეთხოვება, დოკუმენტები ორიგინალის სახით უნდა იქნას წარმოდგენილი თუ ქსეროასლები საკმარისია? ყველა ამ ტიპის დოკუმენტები ქართულად უნდა ითარგმნოს? თუ კი, თარგმანის დამოწმება ნოტარიალური წესით საჭიროა თუ არა?
– მსგავსი სახის დოკუმენტების წინასწარ განსაზღვრა არ განხორციელდა, რათა არ მომხდარიყო კონკურსანტების შეზღუდვა. შეგიძლიათ წარმოადგინოთ ნებისმიერი სახის დოკუმენტი, რომლითაც დაადასტურებთ საკონკურსო პირობების მოთხოვნებთან შესაბამისობას. ამასთან, კონკურსში ერთობლივად მონაწილე ორგანიზაციების პოტენციალი შეფასდება კომპლექსურად, შესაბამისად, უცხოურ კომპანიასთან გაერთიანების შემთხვევაში, არ მოხდება ქართული და უცხოური კომპანიის შესაძლებლობების ცალ–ცალკე გამიჯვნა. გაითვალისწინეთ, რომ დოკუმენტები არ უნდა იძლეოდეს მის სინამდვილეში ეჭვის შეტანის საფუძველს, შესაბამისად, წარმოდგენილი უნდა იყოს ორიგინალის სახით, ან დამოწმებული სათანადო წესით. კონკურსთან დაკავშირებული ყველა ოფიციალური დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ და ინგლისურ ენებზე, თარგმანი შესრულებული უნდა იყოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
2. საკონკურსო დოკუმენტაციიდან არ ჩანს კომპანიების რეგისტრაციის შესახებ დოკუმენტის ან სხვა რომელიმე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტების წარმოდგენის აუცილებლობა. თუ აუცილებელია, გთხოვთ, მოგვაწოდოთ საჭირო დოკუმენტების ნუსხა, ასევე ინფორმაცია თუ როდის უნდა იყოს გაცემული დოკუმენტები და რა ვადით. უცხოურ კომპანიასთან გაერთიანების შემთხვევაში, უცხოურ კომპანიასაც მოეთხოვება თუ არა მსგავსი დოკუმენტების წარმოდგენა? თუ მოეთხოვება, დოკუმენტები ორიგინალის სახით უნდა იქნას წარმოდგენილი თუ ქსეროასლები საკმარისია? ყველა ამ ტიპის დოკუმენტები ქართულად უნდა ითარგმნოს? თუ კი, თარგმანის დამოწმება ნოტარიალური წესით საჭიროა თუ არა?
– როგორც ქართული, ასევე უცხოური კომპანიების შემთხვევაში, საკმარისია საკონკურსო პირობების III თავის მე–6 პუნქტის 3.1. ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარმოდგენა. კონკურსანტის სურვილის შემთხვევაში, სხვა დოკუმენტაცია შესაძლებელია წარმოდგენილი იქნას დამატებით.
3. საჭიროა თუ არა მსგავს პროექტებში მონაწილეობის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტის წარმოდგენა თუ პროექტის აღწერილობითი ინფორმაცია მისაღებია?
– საკონკურსო პირობების III თავის მე–3 პუნქტის მე–2 ქვეპუნქტით, პროფესიულ გამოცდილებაში, ასევე IV თავის მე–3 პუნქტით, კონკურსში მონაწილის პოტენციალში, ასევე გათვალისწინებულია ანალოგიური პროექტების განხორციელების გამოცდილება. შესაბამისად, კონკურსანტის ინტერესებში შედის დაადასტუროს მისი კვალიფიკაცია და პოტენციალი. ნებისმიერი ინფორმაცია, დადასტურებული უნდა იქნას სათანადო დოკუმენტაციით და უნდა წარედგინოს საკონკურსო კომისიას.
4. საკონკურსო დოკუმენტაციის III თავის „საკონკურსო პირობები“ მე-3 პუნქტის გ) ქვეპუნქტით მოთხოვნილია უცხოელი პარტნიორი ორგანიზაციის ან სპეციალისტის მონაწილეობის შემთხვევაში, მისი კვალიფიკაციისა და კონკურსში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტები (ინგლისურ და ქართულ ენებზე). გთხოვთ, განგვიმარტოთ თუ რა იგულისხმება კონკურსში მონაწილეობის დამადასტურებელ დოკუმენტებში და კვალიფიკაციისა და კონკურსში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების თარგმანი ნოტარიალური წესით უნდა იყოს დამოწმებული თუ არა?
– წინასწარ განსაზღვრული არ არის. იგულისხმება ნებისმიერი სახის დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებს კონკურსებში მონაწილეობის მიღების ფაქტს. წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ უნდა იწვევდეს მის სინამდვილეში ეჭვის შეტანის საფუძველს ანუ საჭიროების შემთხვევაში, დამოწმებული უნდა იყოს სათანადო წესით, რაც უზრუნველყოფს მის უტყუარობას. ასევე გაითვალისწინეთ საკონკურსო პირობების III თავის მე–3 პუნქტის მე–2 ქვეპუნქტში მითითებული, პროექტების ჩამონათვალისა და ძირითადი ნახაზების (ფოტოების) ჩვენების მოთხოვნა.
5. საკონკურსო დოკუმენტაციის III თავის „საკონკურსო პირობები“ მე-6 პუნქტის თანახმად ყველა ფურცელი უნდა იყოს დადასტურებული ხელმძღვანელის, პროექტის ავტორ(ებ)ის/შემსრულებლ(ებ)ის ხელმოწერებით. ეს ჩანაწერი ეხება მხოლოდ სათაურს, სატიტულო ფურცელს, ალბომის შემადგენლობას, შესაბამის ტექსტურ ნაწილებს, გრაფიკულ ნაწილებს თუ გულისხმობს, რომ მთლიანად საკონკურსო წინადადების ყველა ფურცელი (საკვალიფიკაციო მონაცემები, საორგანიზაციო დოკუმენტები თანდართული რუკებისა და სქემების ჩათვლით, ა.შ) დადასტურებული უნდა იქნას ხელმოწერებით?
– შესაბამისი ხელმოწერებით დადასტურებული უნდა იყოს საკონკურსო პირობების III თავის მე–6 პუნქტის მე–2 ქვეპუნქტში მოცემული დოკუმენტაცია.
6. უცხოელი სპეციალისტების შემთხვევაში, საჭიროა თუ არა მათი დიპლომების, სერთიფიკატების და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების თარგმნა? თუ კი, თარგმანი უნდა იყოს თუ არა დამოწმებული ნოტარიალური წესით?
– საკონკურსო პირობების IV თავის მე–3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აღნიშნული დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ინგლისურ და ქართულ ენებზე. ოფიციალური დოკუმენტაცია ნათარგმნი და დამოწმებული უნდა იყოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
7. კონკურსში მონაწილეობის საფასურის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა ითარგმნოს თუ არა ინგლისურ ენაზე და ჩაიდოს ინგლისურ ენაზე წარმოდგენილ წინადადებაში? თუ კი, თარგმანის დამოწმება ნოტარიალური წესით საჭიროა თუ არა?
– საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი არის საბანკო ქვითარი. მისი თარგმნა საჭირო არ არის.
8. საკონკურსო წინადადებები ქართულ და ინგლისურ ენებზე ერთ კონვერტში უნდა იყოს მოთავსებული სამ-სამ ეგზემპლიარად ამობეჭდილი ორიგინალისა და დისკზე ჩაწერილი სახით თუ ცალ-ცალკე კონვერტებში?
– არ აქვს არსებითი მნიშვნელობა და შეზღუდვაც არ არის დადგენილი. თუმცა უმჯობესი იქნება საკონკურსო წინადადების სრული პაკეტის ერთი კონვერტით წარმოდგენა, რომ თავიდან იქნას აცილებული მისი დანაწევრება, გაბნევა და არ წარმოიქმნას დამატებითი გაუგებრობები.
9. საკონკურსო დოკუმენტაციის III თავის „საკონკურსო პირობები“ მე-6 პუნქტის 3.5 ქვეპუნქტის თანახმად, საკონკურსო წინადადება უნდა შეიცავდეს კონკურსანტის ყველა არსებით (სავალდებულო) მოთხოვნას ხელშეკრულებისა და საპროექტო მომსახურების განხორციელების მიმართ. აქ იგულისხმება კონკურსანტისთვის მისაღები პირობების წარდგენა, რაც შემდომში ხელშეკრულებაში აისახება?
– იგულისხმება ყველა იმ პირობის წარმოდგენა, რომელიც კონკურსანტის სავალდებულო მოთხოვნაა და მისი მოთხოვნით, გათვალისწინებული უნდა იქნას ხელშეკრულებაში. კონკურსანტის სავალდებულო მოთხოვნები გათვალისწინებული იქნება გამარჯვებულების შერჩევის პროცესში. მომავალში პირობები ხელშეკრულებაში გათვალისწინებული იქნება თუ მხარეები მომავალში სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან. კონკურსანტმა უნდა გაითვალისწინოს ის გარემოებაც, რომ მომავალში შემსყიდველს არ დაეკისრება ვალდებულება ხელშეკრულებაში გაითვალისწინოს ისეთი პირობები, რომელიც კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა საკონკურსო წინადადებით.
10. ინგლისურ ენაზე წარმოდგენილი საკონკურსო წინადადება დამოწმებული უნდა იყოს თუ არა ნოტარიალური წესით?
– საკონკურსო პირობების III თავის მე–6 პუნქტის თანახმად, საკონკურსო წინადადება შედგენილი უნდა იქნას ქართულ და ინგლისურ ენებზე. ოფიციალური დოკუმენტაცია ნათარგმნი და დამოწმებული უნდა იყოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, ხოლო საკონკურსო წინადადების კონკურსანტის მიერ შესრულებული ნაწილების დამოწმებული თარგმანის წარმოდგენა საჭირო არ არის.
11. საკონკურსო დოკუმენტაციის IV თავის „კონკურსის საორგანიზაციო პირობები“ 1 პუნქტის, 1 ქვეპუნქტით გათვალისწინებული პრეზენტაციის ჩატარება მოხდება საკონკურსო წინადადების წარდგენის დღეს, 2015 წლის 1 აგვისტოს თუ ცალკე მოხდება პრეზენტაციების ჩატარების თარიღის განსაზღვრა?
– საკონკურსო პირობების IV თავის 1.1. პუნქტის თანახმად, კონკურსანტებს პრეზენტაციის ჩატარების საშუალება მიეცემათ საკონკურსო კომისიის მუშაობის პროცესში. ამავე თავის მე–2 პუნქტის თანახმად კი, კომისია საკონკურსო წინადადებების განხილვასა და გამარჯვებულების გამოვლენას ახორციელებს საკონკურსო წინადადებების წარმოდგენის ვადის დასრულებიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში. შესაბამისად, პრეზენტაციის ჩატარება მოხდება საკონკურსო წინადადებების განხილვის მიმდინარეობისას. კონკრეტული თარიღის განსაზღვრა მოხდება კომისიის მიერ, რაც დამატებით ეცნობება ყველა კონკურსანტს.
საკონკურსო პირობების III თავის „6.1“ პუნქტის თანახმად, საკონკურსო წინადადება შედგენილი უნდა იქნას ქართულ და ინგლისურ ენებზე. შესაბამისად, საკონკურსო წინადადების სრული შემადგენლობა წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ და ინგლისურ ენებზე. რაც შეეხება თარგმანის დამოწმებას, ნათარგმნი და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით დამოწმებული სახით წარმოდგენილი უნდა იქნას მხოლოდ ოფიციალური დოკუმენტაცია.
საჭირო ინფორმაცია
1. კონკურსში მონაწილე პირმა, სავალდებულოა წარმოადგინოს საკონკურსო წინადადების წარმოდგენის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ქვითარი), რომელშიც მითითებული უნდა იყოს:
ა. გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის (ქვითრის) უნიკალური ნომერი და გადახდის თარიღი;
ბ. შემსყიდველი ორგანიზაციის დასახელება და საიდენტიფიკაციო კოდი (შემსყიდველი ორგანიზაციის დასახელებაა: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური, საიდენტიფიკაციო კოდი: 205270053);
გ. კონკურსანტის დასახელება და საიდენტიფიკაციო კოდი;
დ. საკონკურსო განცხადების სააგენტოს ვებ–გვერდზე გამოქვეყნების შედეგად, განცხადებისათვის მინიჭებული უნიკალური ნომერი (მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის კონკურსის უნიკალური ნომერია: 1673).
საფასურის გადახდა ხდება სახელმწიფო შესყიდვების
სააგენტოს ანგარიშზე. ანგარიშის ნომერი მითითებულია სააგენტოს ოფიციალურ ვებ–გვერდზე
– www.procurement.gov.ge
2. საკონკურსო პირობების
III თავის თანახმად, საკონკურსო წინადადება უნდა მოიცავდეს ხელმძღვანელის, პროექტის ავტორ(ებ)ის / შემსრულებლ(ებ)ის,
მიმართულებების სპეციალისტების ხელმოწერას.
სავალდებულო არ არის პროექტში მონაწილე ყველა პირის
ხელმოწერა. ხელმძღვანელის ან პროექტის ავტორ(ებ)ის (შემსრულებლ(ებ)ის) ან
მიმართულებების სპეციალისტების ხელმოწერით აღნიშნული პირობა ჩაითვლება შესრულებულად.
3. საკონკურსო პირობების IX
თავში
მითითებულია განსაკუთრებული პირობა: შესრულებული
საპროექტო მომსახურების, როგორც წინასაპროექტო მოსაზრების (ხედვის), ასევე დედაქალაქის
მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ავტორ(ებ)ი
იღებენ
უპირობო ვალდებულებას, შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, ქ.
თბილისის თვითმმართველ ერთეულს გადასცენ საავტორო უფლებები
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სრული მოცულობით.
აღნიშნული პირობა ეხებათ მხოლოდ იმ კონკურსანტებს, ვისთანაც
იწარმოებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება – I, II და
III ადგილზე გასულ კონკურსანტებს.
4. მე-3
თავის მე-3 მუხლის (საკვალიფიკაციო მონაცემები), მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში
ითხოვთ ინფორმაციას ყველა მონაწილის კვალიფიკაციის შესახებ. ეს შეიძლება იყოს CV
თუ სხვა ფორმით არის საჭირო? კითხვა გამიჩნდა იმიტომ, რომ მე-6 მუხლის, მე-3
პუნქტის 3.5 ქვეპუნქტის თანახმად საკონკურსო წინადადება უნდა მოიცავდეს
მონაწილე პირების CV. აქვე დავაზუსტებ CV გჭირდებათ ნოტარიალურად დამოწმებული
თარგმანით თუ არა? ქართველი ჯგუფის წევრების CV ინგლისურ ენაზე დამოწმებული უნდა
იყოს თუ არა? სავალდებულოა თუ არა ყველა მონაწილის დიპლომები, სერთიფიკატები და
კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა და დამოწმებული უნდა იყოს
თუ არა? განსაკუთრებით უცხოელების, იმათმა უნდა გამოგზავნონ დამოწმებული ასლი და
ჩვენ მერე ეს ასლი უნდა ვთარგმნოთ ქართულად და დავამოწმოთ თარგმანი?
წარმოდგენილი უნდა იყოს პროექტში მონაწილე ყველა პირის CV და ყველა
მონაწილის საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ჯგუფის
წევრების კვალიფიკაცია ფასდება მათი რეზიუმეების, დიპლომების, სამეცნიერო ხარისხის
დამადასტურებელი საბუთების, სერტიფიკატების და ა.შ. საფუძველზე. შეგიძლიათ წარმოადგინოთ ნებისმიერ სახის
დოკუმენტაცია, რომლითაც დადგინდება მათი მსგავსი სახის პროექტებში მონაწილეობა,
ავტორობა, თანაავტორობა, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, ტერიტორიის სივრცით
მოწყობის სქემის ან ტერიტორიულ-სივრცითი განვითარების სხვა სტრატეგიების,
ტექნიკურ–ეკონომიკური კვლევების, გეგმებისა და ა.შ. შემუშავების გამოცდილება,
სივრცით დაგეგმარების შესაბამისი პროექტების ჩამონათვალითა და ძირითადი ნახაზების
(ფოტოები) ჩვენებით, არაუმეტეს 5 გვერდისა (A4) თითოეული პროექტისათვის. ყველა
სახის დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იქნას როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენებზე.
შესაბამისი წესით დამოწმებული თარგმანის წარმოდგენა საჭიროა მხოლოდ ოფიციალური
დოკუმენტაციის შემთხვევაში, მაგალითად დიპლომებისა და სერტიფიკატების შემთხვევაში,
CV-ს დამოწმება კი საჭირო არ არის.
5. ავანსის
მოთხოვნის შემთხვევაში სავალდებულო იქნება თუ არა გარანტიის წარმოდგენა? თუ კი
გარანტიის თანხა რა იქნება?
ავანსის გამოყენების შემთხვევაში, საჭირო იქნება წინასწარი ანგარიშწორებისას გადასახდელი თანხის (ავანსის) შესაბამისი ოდენობის გარანტიის წარმოდგენა.
6. უცხოელის
კონკურში მონაწილეობის დამადასტურებელ დოკუმენტად ჩაითვლება თუ არა განზრახვის
წერილი (Letter of intent)? ან მემორანდუმის გაფორმების შემთხვევაში მემორანდუმი
უნდა იყოს თუ არა დამოწმებული?
კონკურსანტის შემადგენლობაში უცხოური პარტნიორი ორგანიზაციის ან უცხოელი სპეციალისტების ჯგუფის არსებობის დამადასტურებელ დოკუმენტად
შეიძლება ჩაითვალოს მათთან გაფორმებული ხელშეკრულება ან სხვა სახის ოფიციალური
დოკუმენტი, რომელიც
დაადასტურებს ამ უკანასკნელის შრომით (თანამშრომლობით) ურთიერთობას კონკურსანტთან. მემორანდუმი წარმოადგენს რა ოფიციალური სახის
დოკუმენტს, საჭიროა მისი თარგმანი დამოწმებული უნდა იქნას სათანდო წესით.
7. მე-III
თავის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად დოკუმენტაციას თან უნდა დაერთოს
საკონკურსო წინადადების წარმოდგენის საფასურის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც
უნდა მოიცავდეს ,,დ“ ქვეპუნქტი: საკონკურსო განცხადების სააგენტოს ოფიციალურ
ვებგვერდზე გამოქვეყნების შედეგად განცხადებისთვის მინიჭებულ უნიკალურ ნომერს. თუ
საკონკურსო განცხადების ჩაბარებისას უნდა წარმოვადგინო ქვითარი განაცხადისთვის
მინიჭებული უნიკალური ნომერი როგორ მიეთითება გადახდის ქვითარში?
საკონკურსო წინადადების წარმოდგენის საფასურის გადახდის
დამადასტურებელ დოკუმენტში (ქვითარში) მიეთითება კონკურსის გამოცხადების თაობაზე
საკონკურსო განცხადების სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ–გვერდზე
გამოქვეყნების შედეგად, განცხადებისათვის მინიჭებული უნიკალური ნომერი
(მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის კონკურსის უნიკალური ნომერია: 1673).
8. III
თავის მე-6 მუხლის (საკონკურსო წინადადების წარმოდგენა) 3.6 პუნქტი:
„მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას“. რა იგულისხმება და რა ფორმით გჭირდებათ ეს
ინფორმაცია? იგივეა ალბათ IV თავის მე-3 მუხლის 1 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში
მითითებული „ტექნიკური აღჭურვის დონისა და ფინანსური შესაძლებლობების მიხედვით“.
თუ შეიძლება უფრო ვრცლად რომ განგვიმარტოთ ეს პუნქტები?
კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი უნდა იყოს ინფორმაცია კონკურსანტის
მატერიალურ–ტექნიკური უზრუნველყოფის შესახებ, სხვა მონაცემებთან ერთად, საკონკურსო
კომისიის მიერ, ასევე შეფასდება ორგანიზაციის პოტენციალი, კერძოდ,
მენეჯმენტი, ტექნიკური აღჭურვის დონე, ფინანსური შესაძლებლობები და ა.შ. ამასთან,
მსგავსი სახის დოკუმენტების წინასწარ, კონკრეტულად განსაზღვრა არ განხორციელდა, რათა
არ მომხდარიყო კონკურსანტების შეზღუდვა. შეგიძლიათ წარმოადგინოთ ნებისმიერი სახის
დოკუმენტი, რომლითაც დაადასტურებთ საკონკურსო პირობების მოთხოვნებთან
შესაბამისობას.