დასრულდა საკონკურსო წინადადებების მოწოდების
ვადა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახურის მიერ გამოცხადებულ კონკურსში
– პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი სატრანსპორტო მოძრაობის აღდგენის კონცეფციის შექმნასთან დაკავშირებით.
სხვადასხვა საჯარო თუ იურიდიული პირების მიერ
წარმოდგენილი იქნა 17 საკონკურსო წინადადება. მათ შორის 11 საკონკურსო პირობების შესაბამისად სრულყოფილი საპროექტო
წინადადება, საჯარო განხილვისთვის წარდგენილია
ქალაქ თბილისის საკრებულოში.
გამარჯვებული პროექტი განხორციელდება და ამასთანავე
ავტორს გადაეცემა –7000 ლარი. მეორე საპრიზო
ადგილის მფლობელი მიიღებს - 2000 ლარს, ხოლო
მესამე– 1000 ლარს.
საკონკურსო განაცხადი, თანდართული დოკუმენტაციით,
განთავსდა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.procurement.gov.ge ქ.
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვებ–გვერდზე www.new.tbilisi.gov.ge
და საქართველოს არქიტექტორთა კავშირის www.archunion.ge
ვებ-გვერდებზე.