10:32:12 შაბათი, 28 დეკემბერი 2024
ქ. თბილისში, სახელმწიფო კანცელარიის შენობის მიმდებარე ტერიტორიის ესკიზური პროექტების არქიტექტურული კონკურსი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირი თბილისის არქიტექტურის სამსახური აცხადებს კონკურსს ქ. თბილისში, სახელმწიფო კანცელარიის შენობის მიმდებარე ტერიტორიის ესკიზური პროექტების  შექმნაზე.

პროექტის მიზანს წარმოადგენს ქ. თბილისში სახელმწიფო კანცელარიის შენობის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. საპროექტო ტერიტორია მოიცავს სახელმწიფო კანცელარიის წინ არსებულ ორ მოედანს (შემდგომში წოდებული „ქვედა“ და „ზედა“ მოედანი) და მათთან მომდებარე სკვერს.

კონკურსის ამოცანაა გამოავლინოს საპროექტო ტერიტორიის კეთილმოწყობის საუკეთესო კონცეფცია, რაც შემდგომ ეტაპზე საფუძვლად დაედება შესაბამისი არქიტექტურული პროექტის დამუშავებას.

კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ნებისმიერ ფიზიკურ  ან/და იურიდიულ პირს.

გამარჯვებულს ღია კონკურსის წესით გამოავლენს საკონკურსო კომისია.

საკონკურსო წინადადებების მიღება იწყება საკონკურსო განცხადების სააგენტოს ოფიციალურ ვებ–გვერდზე გამოქვეყნებიდან და გრძელდება ერთი თვე. 

საკონკურსო განაცხადი, თანდართული დოკუმენტაციით განთავსებულია სახელმწიფო შესყიდვის სააგენტოს ვებ-გვერდზე www.procurement.gov.ge

დოკუმენტაცია შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ასევე თბილისის არქიტექტურის სამსახურის ვებ-გვერდიდან www.tas.ge



იხილეთ კონკურის პირობები