10:49:53 შაბათი, 28 დეკემბერი 2024
საბაგირო გზის სადგურების ესკიზური პროექტების არქიტექტურული კონკურსი

ქალაქ თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირი თბილისის არქიტექტურის სამსახური აცხადებს კონკურსს ქ. თბილისში ვარდების რევოლუციის მოედანზე და მთაწმინდის პარკში საბაგირო გზის სადგურების ესკიზური პროექტების შექმნაზე.

პროექტის მიზანს წარმოადგენს ქ. თბილისში ვარდების რევოლუციის მოედნის და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი ძველი საბაგირო გზის ალტერნატიული, ახალი, თანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საბაგირო გზის მშენებლობა.

კონკურსის ამოცანაა ქ. თბილისში ვარდების რევოლუციის მოედანზე და მთაწმინდის პარკში საბაგირო სადგურების (ქვედა და ზედა სადგურები) საუკეთესო ესკიზური პროექტის შერჩევა.

კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ნებისმიერ ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირს.

გამარჯვებულს ღია კონკურის წესით გამოავლენს საკონკურსო კომისია.

საკონკურსო განაცხადი, თანდართული დოკუმენტაციით განთავსებულია სახელმწიფო შესყიდვის სააგენტოს ვებ-გვერდზე www.procurement.gov.ge

დოკუმენტაცია შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ასევე თბილისის არქიტექტურის სამსახურის ვებ-გვერდიდან www.tas.ge

საკონკურსო წინადადებები მიიღება გამოცხადებიდან 2014 წლის 24 სექტემბრის ჩათვლით.

იხილეთ კონკურის პირობები