სტაჟიორთა კონკურსი სოციალური მედიის სფეროში
ქალაქ თბილისის მერიის სსიპ - ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახური აცხადებს კონკურსს სოციალური მედიის სფეროში სტაჟიორთა მისაღებად. სტაჟიორთა შერჩევა მოხდება ორ ეტაპად, მათ მიერ შევსებული სააპლიკაციო ფორმისა და ზეპირი გასაუბრების საფუძველზე. კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებს განაცხადი შეუძლიათ შემოიტანონ ელექტრონულად (შევსებული სააპლიკაციო ფორმის ციფრული ფაილი უნდა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე stajiori@tbilisi.gov.ge) ან/და ქალაქ თბილისის მერიის კანცელარიის (მის: ჟ. შარტავას ქუჩა #7) მეშვეობით. განაცხადების მიღების ვადა განსაზღვრულია 2012 წლის 20 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით.
მიმაგრებულ ფაილში იხილეთ ბრძანება სტაჟიორთა მიღებაზე კონკურსის გამოცხადების შესახებ და სააპლიკაციო ფორმა
მიმაგრებულ ფაილში იხილეთ ბრძანება სტაჟიორთა მიღებაზე კონკურსის გამოცხადების შესახებ და სააპლიკაციო ფორმა