10:47:53 შაბათი, 28 დეკემბერი 2024
სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლები რაიონულ გამგეობებში
სსიპ თბილისის არქიტექტურის სმასახურმა 2012 წლის 27 თებერვლიდან ​ინფორმაციული ნაკადის ერთიანი ავტომატური მართვის სისტემის ფარგლებში მოაწყო წარმომადგენლობა თბილისის რაიონულ გამგეობებში. ამიერიდან არქიტექტურის სმასახურის მომხმარებლებს საშუალება აქვთ ეწვიონ უახლოეს რაიონულ გამგეობას და კონსულტანტისგან მიიღონ სრულყოფილი დახმარება არქიტექტურული განაცხადის გაკეთებასთან დაკავშირებით, შექმნან პირადი გვერდი და ატვირთონ სასურველი განაცხადის შესაბამისი ელექტრონული დოკუმენტაცია.

არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენელს შეგიძლიათ ეწვიოთ ყოველ სამუშაო დღეს 10:00 დან 19:00 საათამდე, შემდეგ მისამართებზე:
  • ისანი-სამგორის რაიონული გამგეობა - ნავთლუღის ქ. #8-1
  • დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული გამგეობა - ბელიაშვილის ქ. #1 
  • გლდანი-ნაძალადევის რაიონული გამგეობა - სარაჯიშვილის ქ. #1
  • ძველი თბილისის რაიონული გამგეობა - ლეონიძის ქ. #2
  • ვაკე-საბურთალოს რაიონული გამგეობა - თამარაშვილის ქ. #10ა
  • დიდგორის რაიონული გამგეობა - წყნეთი, ამილახვრის ქ. #19