სახელმწიფო ავიაციის აეროდრომის დაცვის არეში მშენებლობის ნებართვის მოსაპოვებლად სავალდებულო მოთხოვნის შესახებ
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან კონსულტაციის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად გაცნობებთ, რომ იმ მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც ექცევა სახელმწიფო ავიაციის აეროდრომის დაცვის არეში, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების მოთხოვნით სამსახურში მომართვისას განმცხადებლებმა თავად უნდა წარმოადგინონ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 6 მარტის №73 დადგენილებით დამტკიცებული „აეროდრომისა და ვერტოდრომის დაცვის არის დადგენისა და ამ არეში საავიაციო დაბრკოლების შემქმნელი შენობა-ნაგებობის მშენებლობის, აგრეთვე აღნიშნული შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციის, შეზღუდვისა და ნიშანდების წესის“ 23-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებული დოკუმენტაცია.

