09:06:13 ოთხშაბათი, 02 სექტემბერი 2026
სტაჟიორთა კონკურსი თბილისის არქიტექტურის სამსახურში

სტაჟიორთა კონკურსი თბილისის არქიტექტურის სამსახურში

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას.

ვაკანსიის  N: 100734       

კანდიდატები სტაჟირებას გაივლიან შემდეგ განყოფილებებში:

 

·         I და II კლასის შენობა-ნაგებობების სანებართვო განყოფილება;

·         III და IV კლასის შენობა-ნაგებობების სანებართვო განყოფილება;

·         ძველი თბილისის სანებართვო განყოფილება;

 

ხანგრძლივობა: 3 თვე 

სამუშაო საათები: სრული განაკვეთი

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი

თანამდებობრივი სარგო : 720 ლარი

სამუშაო ადგილი: . თბილისი, შარტავას . №7


სტაჟიორად შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

. იცის სახელმწიფო ენა;

. სწავლობს უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში) ან მეორე საფეხურზე ან დასრულებული აქვს უმაღლესი განათლების პირველი ან მე-2 საფეხური 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში;

. აკმაყოფილებს აკადემიურ მოსწრებას (ქულათა სისტემა – 71-100 ქულის მაჩვენებელი ან/და GPA 2.7-4.0).

სტაჟირების მსურველმა პირმა უნდა vacancy.hr.gov.ge-ს ელექტრონული რეზიუმეს შესაბამის ველებში მიუთითოს/ატვირთოს:

1. პირადობის მოწმობის ასლი;

2. ინფორმაცია სწავლის საფეხურისა და აკადემიური მოსწრების შესახებ (აუცილებელია, კანდიდატმა vacancy.hr.gov.ge-ის განათლების ველში მიუთითოს: საგანმანათლებლო დაწესებულება, პროფესია და ქულათა საშუალო მაჩვენებელი ან GPA);

3. სამოტივაციო წერილი;

4. ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული ასლი, მხოლოდ უცხოენოვანი დიპლომის შემთხვევაში.

კანდიდატს არ ევალება გამოითხოვოს და vacancy.hr.gov.ge-ზე ატვირთოს:

1. განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;

2. აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტის შესახებ ცნობა;

3. აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტი (ქულათა საშუალო მაჩვენებელი ან/და GPA).

აღნიშნული ინფორმაციის გამოთხოვას განახორციელებს შესაბამისი ორგანიზაცია, აპლიკანტის თანხმობის საფუძველზე, აპლიკანტის მიერ მითითებული საგანმანათლებლო დაწესებულებიდან.

განაცხადის გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება კონკურსის შესახებ შეტყობინებაში მოცემულ მოთხოვნებს, ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, ის თანახმაა, თავის განაცხადში მითითებული პერსონალური მონაცემები, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს სტაჟიორის შერჩევის მიზნებით და ამასთან, გამოთქვამს თანხმობას ამავე კონკურსის ფარგლებში კანდიდატის შესახებ საჭირო ინფორმაციის/დოკუმენტის მოძიების/გადამოწმების/გამოთხოვის თაობაზე.

პირი სტაჟიორად არ მიიღება, თუ:

- იგი ნასამართლევია განზრახი დანაშაულისთვის;

- იგი საჯარო სამსახურიდან გათავისუფლდა დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის და დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის გათავისუფლებიდან 1 წელი არ გასულა;

- მან სტაჟიორად მიღებისას არ წარადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ან წარდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს;

- იგი სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

- თუ სტაჟირების მსურველი პირის მიერ იმავე საჯარო დაწესებულებაში 2022 წლის 1 ნოემბრიდან გავლილი სტაჟირების საერთო ვადა შეადგენს 12 თვეს.


– გასაუბრებისას თანაბარი კანდიდატების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭებათ უმაღლესი აკადემიური მოსწრების კანდიდატებს;

მნიშვნელოვანია, რომ კერძო სამართლის იურიდიულ პირში სტაჟირება ჩაითვლება - საერთო სტაჟში/სამუშაო გამოცდილებაში.

კონკურსში მონაწილეობისათვის სავალდებულოა, კანდიდატი დარეგისტრირდეს, საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე- HR.gov.ge და ელექტრონულად წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია, საკონკურსო მოთხოვნების შესაბამისად

განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 2026  წლის 10 სექტემბერი.