ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური აცხადებს ღია კონკურსს შემდეგ ვაკანტურ თანამდებობებზე:
ვაკანსიის N: 99791
სტრატეგიული დაგეგმვის, მონიტორინგის და შეფასების განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი- 2 საშტატო ერთეული; თანამდებობრივი სარგო 2880 (ორი ათას რვაას ოთხმოცი).
განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 13 ივლისი.
კონკურსში მონაწილეობისათვის სავალდებულოა, კანდიდატი დარეგისტრირდეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე- www.vacancy.hr.gov.ge და ელექტრონულად წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია, საკონკურსო მოთხოვნების შესაბამისად.
კანდიდატები შეირჩევიან ქულათა სისტემის საფუძველზე, სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ.
თბილისის არქიტექტურის სამსახური მოუწოდებს ყველა კვალიფიციურ, გამოცდილების მქონე სპეციალისტს მიიღოს მონაწილეობა ღია კონკურსში და ჩაერთოს დედაქალაქის განვითარების პროცესში.

