02:31:21 ოთხშაბათი, 21 იანვარი 2026
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური აცხადებს ღია კონკურსს შემდეგ ვაკანტურ თანამდებობებზე:

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური აცხადებს ღია კონკურსს შემდეგ ვაკანტურ თანამდებობებზე:

ვაკანსიის  N: 97300     

იურიდიული განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი-1 საშტატო ერთეული;

ვაკანსიის N: 97296  

III და IV კლასის შენობა-ნაგებობების სანებართვო განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი-3 საშტატო ერთეული.

ვაკანსიის N: 97297  

III და IV კლასის შენობა-ნაგებობების სანებართვო განყოფილების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი-1 საშტატო ერთეული.

ვაკანსიის N: 97298

ძველი თბილისის სანებართვო განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი-1 საშტატო ერთეული; 

ვაკანსიის  N: 97299

საპროექტო განყოფილების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი- 1 საშტატო ერთეული; 


განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 27 იანვარი. 

კონკურსში მონაწილეობისათვის სავალდებულოა, კანდიდატი დარეგისტრირდეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე- www.vacancy.hr.gov.ge და ელექტრონულად წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია, საკონკურსო მოთხოვნების შესაბამისად. 

კანდიდატები შეირჩევიან ქულათა სისტემის საფუძველზე, სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ. 

თბილისის არქიტექტურის სამსახური მოუწოდებს ყველა კვალიფიციურ, გამოცდილების მქონე სპეციალისტს მიიღოს მონაწილეობა ღია კონკურსში და ჩაერთოს დედაქალაქის განვითარების პროცესში.