ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური აცხადებს ღია კონკურსს შემდეგ ვაკანტურ თანამდებობებზე:
ვაკანსიის N: 93136
სტრატეგიული დაგეგმვის, მონიტორინგის და შეფასების განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი-2 საშტატო ერთეული;
ვაკანსიის N: 93135
III და IV კლასის შენობა-ნაგებობების სანებართვო განყოფილების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი-1 საშტატო ერთეული.
განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 17 ივლისი.
კონკურსში მონაწილეობისათვის სავალდებულოა, კანდიდატი დარეგისტრირდეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე- HR.gov.ge და ელექტრონულად წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია, საკონკურსო მოთხოვნების შესაბამისად.
კანდიდატები შეირჩევიან ქულათა სისტემის საფუძველზე, სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ.
თბილისის არქიტექტურის სამსახური მოუწოდებს ყველა კვალიფიციურ, გამოცდილების მქონდე სპეციალისტს მიიღოს მონაწილეობა ღია კონკურსში და ჩაერთოს დედაქალაქის განვითარების პროცესში.