09:53:40 პარასკევი, 13 დეკემბერი 2019
ინფორმაცია ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ
თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური აცხადებს ღია კონკურსს შემდეგ ვაკანტურ თანამდებობებზე :

 

იურიდიული განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - 1 საშტატო ერთეული;

ვაკანსიის   N57289

 

მონაცემთა ბაზების მართვაზე პასუხისმგებელი პირი (მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) - 1 საშტატო ერთეული;

ვაკანსიის N57146  


განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 25 სექტემბერი.

 

კონკურსში მონაწილეობისათვის სავალდებულოა, კანდიდატი დარეგისტრირდეს, საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე - hr.gov.ge და ელექტრონულად წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია, საკონკურსო მოთხოვნების შესაბამისად.

კანდიდატები შეირჩევიან ქულათა სისტემის საფუძველზე, სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ.

თბილისის არქიტექტურის სამსახური მოუწოდებს ყველა კვალიფიციურ, გამოცდილების მქონე სპეციალისტს მიიღოს მონაწილეობა ღია კონკურსში და ჩაერთოს დედაქალაქის განვითარების პროცესში.