11:59:20 ოთხშაბათი, 19 ივნისი 2019
განმცხადებელთა საყურადღებოდ
2019 წლის 21 მარტის საქართველოს მთავრობის №142 დადგენილებით „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში განხორციელდა ორი მნიშვნელოვანი ცვლილება: 

 

1.       მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 62-ე მუხლის თანახმად, „განხორციელებული მშენებლობის დადასტურებისნომენკლატურით სამსახურში ხდებოდა ისეთი დასრულებული ობიექტების განხორციელებული მშენებლობის დასაშვებობის დასადასტურებლად წარმოდგენა, რომელთაც უარი ქონდათ ნათქვამი ექსპლუატაციაში მიღებაზე. აღნიშნულ დადგენილებაში შეტანილი ცვლილების თანახმად, უქმდება უკვე განხორციელებული მშენებლობის ქალაქგეგმარებით მოთხოვნებთან შესაბამისობის და მისი დასაშვებობის დადასტურების შესაძლებლობა. დარღვევით განხორციელებული მშენებლობის შემთხვევაში, ამ დარღვევების კანონმდებლობით განსაზღვრულ ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით საკითხზე მსჯელობა შესაძლებელი იქნება მხოლოდ შეთანხმებული სამშენებლო დოკუმენტის ცვლილების კუთხით, რომლის დროსაც სამსახურში კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა დოკუმენტაციასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იქნას შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის დარღვევისათვის გამოცემული აქტი და დაკისრებული ჯარიმის გადახდის ქვითრი.

 

2.       „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში განხორციელებული ცვლილების თანახმად, მკაფიოდ განისაზღვრა თუ რა სახის ცვლილების განხორციელებაა შესაძლებელი არქიტექტურული პროექტის კორექტირებით და რა შემთხვევაში უნდა დაიწყოს თავიდან მშენებლობის ნებართვის აღების პროცედურა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კერძოდ: სამშენებლო დოკუმენტის იმგვარი ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს შეთანხმებულ ობიექტზე ახალი სართულ(ებ)ის დაშენებას, ობიექტის განაშენიანების ფართობის ცვლილებას 20 პროცენტზე მეტად, ან ამ ობიექტის ფუნქციის ცვლილებას, შეთანხმებული პროექტის კორექტირების გზით აკრძალულია. თუ დამკვეთს სურს უკვე შეთანხმებული ობიექტის არქიტექტურულ პროექტში იმგვარი ცვლილების შეტანა, რომელიც ითვალისწინებს ახალი სართულ(ებ)ის დაშენებას, ობიექტის განაშენიანების ფართობის ცვლილებას 20 პროცენტზე მეტად, ან ამ ობიექტის ფუნქციის ცვლილებას, საჭიროა მან ნებართვის გაცემის პროცედურა დაიწყოს პირველი სტადიიდან, მოითხოვოს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები მოთხოვნის დროისათვის მოქმედი ნორმების/რეგლამენტების შესაბამისად და დაასრულოს ნებართვის გაცემის პროცედურა ამ კანონმდებლობის შესაბამისად, თუ ამის საშუალებას იძლევა თავად სამშენებლო ობიექტი.