05:48:57 ორშაბათი, 26 აგვისტო 2019
განმცხადებელთა საყურადღებოდ

საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, კერძოდ, ნებართვის გაცემის I სტადიაზე (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება) და II სტადიაზე (არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება) სავალდებულოა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გასაგზავნი დოკუმენტაცია, რისი წარმოდგენაც, ხშირ შემთხვევაში, არ ხდება არც განაცხადის რეგისტრაციისას და არც სამსახურის მიერ განაცხადის რამოდენიმეჯერ დახარვეზების შემდგომ. აქედან გამომდინარე, მშენებლობის ნებართვის გაცემის შესაბამის სტადიაზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში წარსადგენი რომელიმე დოკუმენტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, სამსახურის მიერ მიღებული პირველი შუალედური გადაწყვეტილებით განმცხადებელს მოეთხოვება ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის წარმოდგენა და იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებლის მიერ საერთოდ არ იქნება წარმოდგენილი რომელიმე დოკუმენტი (ერთი მათგანი მაინც), განცხადებაზე მიღებული მეორე გადაწყვეტილებით ეს განცხადება დარჩება განუხილველი.