15:19:05 სამშაბათი, 17 ოქტომბერი 2017
architect.tbilisi.gov.ge
ტექნიკური პრობლემების ცხელი ხაზი 2378346 (დარეკეთ სამუშაო დღეს 09:00 დან 18:00 საათამდე)
ბარსელონას ყოფილი მთავარი არქიტექტორის სემინარი არქიტექტურის სამსახურის თანამშრომლებისთვის
​​თბილისის არქიტექტურის სამსახურის მოწვევით თბილისში სტუმრად მყოფმა ესპანელმა ექსპერტმა ურბანულ საკითხებში ვისენტე გუაიარტმა სამსახურის თანამშრომლებისთვის სემინარი ჩაატარა. ღონისძიებას ასევე დაესწრნენ თბილისის მერის მოადგილე - ნატო ქიტიაშვილი და არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ წიკლაური. 

ვისენტე გუაიარტმა, რომელიც 2011 – 2015 წლებში ბარსელონას მთავარი არქიტექტორი იყო, ქართველ კოლეგებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა. ღონისძიებაზე განხილული იქნა მიწათსარგებლობისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის გაცემის პრაქტიკა. უპასუხა დამსწრეთა შეკითხვებს ბარსელონას განაშენიანების ტენდენციებზე, სატრანსპორტო ქსელზე და სხვა მნიშვნელოვან თემებთან დაკავშირებით.

ვისენტე გუაიარტს, ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილი აქვს ლექციების კურსის ჩატარება და „ვორკშოპის“ გამართვა თემებზე: „მომავლის ქალაქების პროტოტიპირება“ და „მდინარე - კავშირი თუ ბარიერი“.