08:46:40 ორშაბათი, 31 მარტი 2025
ფუნქციური ზონები
ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე გამოიყოფა შემდეგი კონკრეტული ფუნქციური ზონები:

 

 

 

დეტალური ფუნქციური ზონები და მათი რეგლამენტები:
 
1. ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონა (ლსზ) წარმოადგენს თბილისის (ადმინისტრაციულ)  საზღვრებში არსებული ბუნებრივი ლანდშაფტის ან ფასეული ხელოვნური ლანდშაფტის ტერიტორიას, სადაც შესაძლებელია მისი ფუნქციონირებისათვის უზრუნველსაყოფი შენობა-ნაგებობების განთავსება კანონმდებლობის შესაბამისად; 
2. სატყეო ზონა - ქალაქ თბილისის საზღვრებში არსებული სახელმწიფო ტყისა  და სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორია,  სადაც დაუშვებელია ყოველგვარი მშენებლობა;
3. სასოფლო-სამეურნეო ზონა (სოფზ) წარმოადგენს თბილისის (ადმინისტრაციულ) საზღვრებში არსებულ სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიებს, სადაც შესაძლებელია მისი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფი დამხმარე შენობა-ნაგებობების განთავსება კანონმდებლობის შესაბამისად.
4. სარეკრეაციო ზონა 1 (რზ-1) წარმოადგენს სარეკრეაციო ზონას, რომელიც მდებარეობს განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში და მოიცავს გამწვანებულ ტერიტორიას (მაგ: ბაღი, ბულვარი, სკვერი, გაზონი და სხვა). აღნიშნულ ზონაში დაუშვებელია ყოველგვარი მშენებლობა, გარდა:
  ა) განათების;
  ბ) სარწყავი სისტემის;
  გ) სარეკლამო ბილბორდის;
  დ) დეკორატიული გაფორმების ობიექტის.
5. სარეკრეაციო ზონა 2 (რზ-2)  წარმოადგენს სარეკრეაციო ზონას, რომელიც მდებარეობს თბილისის განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში და მოიცავს გამწვანებულ ტერიტორიას (მაგ: პარკი, ბაღი, ბულვარი, სკვერი, გაზონი), ღია სათამაშო მოედნებს და მსგავსი ტიპის სხვა ტერიტორიებს, სადაც  ასევე დასაშვებია ამ წესების დანართი 1-ით განსაზღვრული ძირითადი და სპეციალური ზონალური ნებართვით დაშვებული სახეობები.
    მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი (კ-1) -  0,2.
6. სარეკრეაციო ზონა-3 (რზ-3) წარმოადგენს ზონას, რომელიც მდებარეობს განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში, სადაც დასაშვებია დასასვენებელი, სამკურნალო, სპორტული და გასართობი დანიშნულების შენობა-ნაგებობების განთავსება. ასევე დასაშვებია ამ წესების დანართი 1-ით განსაზღვრული ძირითადი და სპეციალური ზონალური ნებართვით დაშვებული სახეობები.
ზონისათვის  განაშენიანების რეგულირების გეგმის შესაბამისად დგინდება:
     ა) მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი (კ-1) - 0.3; 
     ბ) მიწის ნაკვეთების გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი (კ-3) - 0,5;
     გ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი (კ-2) -1,0.
7.  სპეციალური ზონა 1 - (სპეცზ-1) წარმოადგენს ზონას, რომელიც მდებარეობს განაშენიანებული  ტერიტორიების საზღვრებში ან საზღვრებს გარეთ, სადაც დასაშვებია სასწავლო, სამედიცინო კომპლექსების, სამეცნიერო-კვლევითი, სამეცნიერო-საწარმოო დაწესებულებების, აგრეთვე, საქალაქო ინფრასტრუქტურის მომსახურებისა და სასაწყობო ობიექტების განთავსება.
8.  სპეციალური ზონა 2 - (სპეცზ-2)  წარმოადგენს სასაფლაოებისთვის  განკუთვნილ ტერიტორიებს.
9.  საცხოვრებელი ზონა 1 (სზ-1):
 ა) შესაძლებელია, არსებობდეს მხოლოდ სასოფლო-სააგარაკო განაშენიანების ტერიტორიაზე;
 ბ) განაშენიანების დომინირებული სახეობაა ერთბინიანი საცხოვრებელი სახლები. ასევე, დასაშვებია ამ წესების  დანართი 1-ით განსაზღვრული ძირითადი და სპეციალური ზონალური ნებართვით დაშვებული სახეობები;
 გ) კოეფიციენტები: 
 გ.ა) მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი (კ-1) - 0,5; 
 გ.ბ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის  მაქსიმალური კოეფიციენტი (კ-2) - 0,8;
 გ.გ) მიწის ნაკვეთების გამწვანების კოეფიციენტი (კ-3) - 0,3.
10.  საცხოვრებელი ზონა 2 (სზ-2):
   ა) განაშენიანების დომინირებული სახეობაა ერთბინიანი საცხოვრებელი სახლები. ასევე დასაშვებია ამ წესების დანართი 1-ით განსაზღვრული ძირითადი და სპეციალური ზონალური ნებართვით დაშვებული სახეობები;
   ბ) კოეფიციენტები: 
    ბ.ა) მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი (კ-1) - 0,5; 
    ბ.ბ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური  კოეფიციენტი (კ-2) - 0,8 ;
    ბ.გ) მიწის ნაკვეთების გამწვანების კოეფიციენტი (კ-3) - 0,25.
11.  საცხოვრებელი ზონა 3 (სზ-3):
    ა) დაბალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა, სადაც განაშენიანების დომინირებული სახეობაა  საცხოვრებელი სახლები. ასევე, დასაშვებია ამ წესების დანართი 1-ით განსაზღვრული ძირითადი და სპეციალური ზონალური ნებართვით დაშვებული სახეობები;
     ბ) კოეფიციენტები: 
     ბ.ა) მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი (კ-1) - 0,5 ;
     ბ.ბ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის  მაქსიმალური კოეფიციენტი (კ-2) - 1,5;
     ბ.გ) მიწის ნაკვეთების გამწვანების კოეფიციენტი (კ-3) - 0,2.
12.   საცხოვრებელი ზონა 4 (სზ-4):
 ა) მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა, სადაც განაშენიანების დომინირებული სახეობაა  საცხოვრებელი სახლები. ასევე, დასაშვებია საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების არსებობა კანონმდებლობის შესაბამისად, მათ შორის, სამეზობლო თმენის პრინციპების დაცვით;
 ბ) მიწის ნაკვეთის მაქსიმალური ფართობი - 300 მ2;
 გ) მიწის ნაკვეთზე განაშენიანების მაქსიმალური სიმაღლე  განისაზღვრება, არა უმეტეს, სამი სართულით;
 დ) კოეფიციენტები: 
 დ.ა) მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი (კ-1) - 0.7; 
 დ.ბ) მიწის ნაკვეთების გამწვანების კოეფიციენტი (კ-3) - 0,1.
13.   საცხოვრებელი ზონა 5 (სზ-5): 
   ა) საშუალო ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა, სადაც განაშენიანების დომინირებული სახეობაა  საცხოვრებელი სახლები. ასევე, დასაშვებია ამ წესების დანართი 1-ით განსაზღვრული ძირითადი და სპეციალური ზონალური ნებართვით დაშვებული სახეობები;
   ბ) კოეფიციენტები: 
   ბ.ა) მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი (კ-1) -  0.5; 
   ბ.ბ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური  კოეფიციენტი (კ-2) - 2,1;
   ბ.გ) მიწის ნაკვეთების გამწვანების კოეფიციენტი (კ-3) - 0,1.
14.  საცხოვრებელი ზონა 6 (სზ-6):
     ა) მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა, სადაც განაშენიანების დომინირებული სახეობაა  საცხოვრებელი სახლები. ასევე, დასაშვებია ამ წესების დანართი 1-ით განსაზღვრული ძირითადი და სპეციალური ზონალური ნებართვით დაშვებული სახეობები;
     ბ) კოეფიციენტები: 
     ბ.ა) მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი (კ-1) - 0.5;
     ბ.ბ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი (კ-2) - 2,5;
     ბ.გ) მიწის ნაკვეთების გამწვანების კოეფიციენტი (კ-3) - 0,1.
15. სატრანსპორტო ზონა 1 (ტრ-1)  წარმოადგენს სატრანსპორტო ზონას, რომელიც მდებარეობს ადმინისტრაციულ საზღვრებში და მოიცავს არსებულ და საპროექტო (პერსპექტიულ) ქუჩებს, გზებს, მოედნებს, გზატკეცილებს, ხიდებს, გზაგამტარებს, დროებით ავტოსადგომებს, სარკინიგზო ხაზებს (გასხვისების ზოლის ჩათვლით),  მეტროპოლიტენის მიწისზედა ხაზებს, ტრამვაის ხაზებს (ჩამონათვალის ფარგლებში: ტროტუარებს, ქუჩის მომიჯნავე გამწვანებულ ზოლებს, უსაფრთხოების კუნძულებს, გამწვანებულ გზაგამყოფებს, ტროტუარის მიმდებარე გაზონს, ზღუდარებს, დროებით ჯიხურებს).
16. სატრანსპორტო ზონა 2 (ტრ-2)  წარმოადგენს სატრანსპორტო ზონას, რომელიც მდებარეობს განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში და მოიცავს არსებულ და საპროექტო (პერსპექტიულ) ავტოსადგომებს, ავტოგასამართ სადგურებს, გზატკეცილების გასხვისების ზოლებს, სადგურებს (მათ შორის აეროსადგურები, საზღვაო სადგურები, ავტოსადგურები, რკინიგზის სადგურები) და სატრანსპორტო მომსახურების უზრუნველმყოფ სხვა საზოგადოებრივ სამყოფებს,სათავსებს კანონმდებლობის შესაბამისად.
17. სატრანსპორტო ზონა 3 (ტრ-3)  წარმოადგენს სატრანსპორტო ზონას, რომელიც მდებარეობს განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებს გარეთ და მოიცავს არსებულ და საპროექტო (პერსპექტიულ) ავტოსადგომებს, ავტოგასამართ სადგურებს, გზატკეცილების გასხვისების ზოლებს, სადგურებს (მათ შორის აეროსადგურები, საზღვაო სადგურები, ავტოსადგურები, რკინიგზის სადგურები) და სატრანსპორტო მომსახურების უზრუნველსაყოფ სხვა საზოგადოებრივ სამყოფებს,სათავსებს კანონმდებლობის შესაბამისად
18. საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 1 (სსზ-1): 
 ა) საშუალო ინტენსივობის საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა, მათ შორის კარკასი, განაშენიანების დომინირებული სახეობის გარეშე (შერეული ზონა);
 ბ) კოეფიციენტები: 
 ბ.ა) მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი (კ-1) - 0,7; 
 ბ.ბ) მიწის ნაკვეთის   განაშენიანების   ინტენსივობის  მაქსიმალური  კოეფიციენტი (კ-2) - 3,5; 
 ბ.გ) მიწის ნაკვეთების გამწვანების კოეფიციენტი (კ-3) - 0,1;
 გ) შესაძლებელია,  აგრეთვე, ამ წესების დანართი 1-ით განსაზღვრული ძირითადი და სპეციალური ზონალური ნებართვით დაშვებული სახეობების არსებობა არა უმეტესს 60%-ისა.
 19. საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 2 (სსზ-2): 
 ა) განაშენიანების მაღალი ინტენსივობის ზონა, მათ შორის, კარკასი,  სადაც დომინირებული სახეობაა  ობიექტები  საზოგადოებრივი დანიშნულების ფუნქციებით; 
 ბ) კოეფიციენტები: 
 ბ.ა) მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი (კ-1) - 0,7;
 ბ.ბ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი (კ-2) - 4,6;
 ბ.გ) მიწის ნაკვეთების გამწვანების კოეფიციენტი (კ-3)-  0,1;
    გ) შესაძლებელია საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის ფუნქციონირებისათვის უზრუნველსაყოფი საცხოვრებელი შენობების, სამყოფების, როგორც არადომინირებული სახეობის (25%-მდე), აგრეთვე, ამ წესების დანართი 1-ით განსაზღვრული ძირითადი და სპეციალური ზონალური ნებართვით დაშვებული სახეობების არსებობა.
20. საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 3 (სსზ-3):
 ა) განაშენიანების მაღალი ინტენსივობის ზონა, სადაც დომინირებული სახეობაა  საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტები;
 გ) მიწის ნაკვეთზე განაშენიანების მაქსიმალური სიმაღლე 15 მეტრი;
 დ) კოეფიციენტები: 
 დ.ა) მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი (კ-1) - 0.7; 
 დ.ბ) მიწის ნაკვეთების გამწვანების კოეფიციენტი (კ-3) - 0,1.
21.  სამრეწველო ზონა 1 (ს-1): 
 ა) სამრეწველო ზონა, სადაც განაშენიანების დომინირებული სახეობაა  სამრეწველო ობიექტები, რომლებშიც არ მიმდინარეობს გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის სახიფათო, მავნე საწარმოო პროცესები;
 ბ) შესაძლებელია სამრეწველო ზონა 1 (ს-1)-ის ფუნქციონირებისათვის უზრუნველსაყოფი საზოგადოებრივი შენობების, სამყოფების არსებობა კანონმდებლობის შესაბამისად.
22. სამრეწველო ზონა 2 (ს-2) წარმოადგენს ზონას, სადაც განაშენიანების დომინირებული სახეობაა  სამრეწველო ობიექტები, რომლებშიც მიმდინარეობს გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის სახიფათო, მავნე საწარმოო პროცესები. ამ ზონას ასევე მიეკუთვნება ნაგავსაყრელის ტერიტორიები.
23. სანიტარიული ზონა(სანზ), როგორც წესი,  გამწვანებული ტერიტორიების ზონაა, რომელიც იცავს სხვა ზონა(ებ)ს მავნე ზემოქმედებისაგან და ამასთანავე, აქვს გარემოს გამაჯანსაღებელი ფუნქცია. 
24. სამხედრო დანიშნულების ზონა 1 (სდზ-1) წარმოადგენს სამხედრო დანიშნულების ტერიტორიას, სადაც განთავსებულია სამხედრო დანიშნულების შენობა-ნაგებობები.
25. სამხედრო დანიშნულების ზონა 2 (სდზ-2) წარმოადგენს სამხედრო დანიშნულების ტერიტორიას, სადაც განთავსებულია საწვრთნელი პოლიგონი.