საჯარიმო სანქციები
უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება
უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის
წარმოება - 10 000 ლარით;
სამშენებლო დოკუმენტაციითა და სამშენებლო რეგლამენტებით განსაზღვრული სანებართვო პირობების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა
ა.ა) მეორე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 2 000 ლარით;
ა.ბ) მესამე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 3 000 ლარით;
ა.გ) მეოთხე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 4 000 ლარით;
ობიექტზე საინფორმაციო დაფის განუთავსებლობა ან დაფაზე არასრული ინფორმაციის განთავსება
ობიექტზე საინფორმაციო დაფის განუთავსებლობა ან/და დაფაზე არასრული ინფორმაციის განთავსება გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარით
მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევა
მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარით
მშენებარე ობიექტის დადგენილი წესის დარღვევით მიტოვება
მშენებარე ობიექტის დადგენილი წესის დარღვევით მიტოვება: გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარით;
მშენებლობის შეჩერების შესახებ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების შეუსრულებლობა
გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარით;
იმ ავარიული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის ან დემონტაჟის განუხორციელებლობა, რომლის რეკონსტრუქციის ან დემონტაჟის გარეშე არსებობა უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას
გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარით;