აეროდრომის დაცვის არეალში სამშენებლო სამუშაოების წარმოება

გაცნობებთ, რომ „საქართველოს კანონში - საჰაერო კოდექსში“ განხორციელებულ იქნა ცვლილება, რომლის შესაბამისად სამოქალაქო აეროდრომების/ვერტოდრომის დაცვის არეში (აეროდრომის რაიონში) შენობა-ნაგებობების სიმაღლის შეთანხმების უფლებამოსილება მიენიჭა სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს. შესაბამისად, აეროდრომის რაიონში მდებარე საპროექტო ტერიტორიების სამშენებლოდ განვითარებისთვის საჭიროა წარმოდგენილ იქნეს შპს „ტავ ურბან საქართველოს“ ნაცვლად სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს თანხმობა.