თბილისის არქიტექტურის სამსახური გთავაზობთ კონკურსების პორტალს "დააპროექტე მარტივად" , სადაც განთავსებულია სხვადასხვა ტიპის საკონკურსო განაცხადები, შესაბამისი საკონკურსო პირობებით. პორტალი განკუთვნილია არქიტექტორებისთვის და მოქალაქეებისთვის. შესაძლებლობა გვაქვს ვნახოთ საკონკურსო განაცხადი, გავეცნოთ პირობებს და სურვილის შემთხვევაში მივიღოთ მონაწილეობა. თითოეული ნამუშევარი მიბმულია საზოგადოებრივ ქსელზე (facebook.com) და საშუალება გვაქვს მოვახდინოთ მონაწილის ნაშრომის შეფასება და კომენტირება. |

