02:16:04 სამშაბათი, 12 ნოემბერი 2019
სტაჟიორთა კონკურსი თბილისის არქიტექტურის სამსახურში
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური აცხადებს სტაჟიორთა კონკურსს.

კანდიდატები სტაჟირებას გაივლიან შემდეგ განყოფილებებში:

·         I და II კლასის შენობა-ნაგებობების სანებართვო განყოფილება;

·         III და IV კლასის შენობა-ნაგებობების სანებართვო განყოფილება;

·         ძველი თბილისის სანებართვო განყოფილება;

·         საინჟინრო განყოფილება

       ·         იურიდიული განყოფილება;

ხანგრძლივობა: 3 თვე
სამუშაო საათები: სრული

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
შარტავას ქ. №7

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ არქიტექტურის, სამშენებლო (ინჟინერ-მშენებელი, ქსელების ინჟინერი), გეოლოგიური და იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებულებს ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს.

სტაჟირების პროგრამა მიზნად ისახავს თბილისის არქიტექტურის სამსახურში მაღალკვალიფიციური საკადრო რესურსის შექმნას. სტაჟირების პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კანდიდატები დასაქმდებიან არქიტექტურის სამსახურში.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: architect@tbilisi.gov.ge  გთხოვთ, ელ.ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ - სტაჟირება.

განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 31 ოქტომბერი.



კითხვების არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ, დაგვირეკოთ: 598914591

გისურვებთ წარმატებას!