15:24:57 სამშაბათი, 17 ოქტომბერი 2017
architect.tbilisi.gov.ge
ტექნიკური პრობლემების ცხელი ხაზი 2378346 (დარეკეთ სამუშაო დღეს 09:00 დან 18:00 საათამდე)
შეხვედრა ყოფილი საწარმო ტერიტორიების განვითარების საკითხებზე

თბილისის მერის მოადგილე ნატო ქიტიაშვილი დედაქალაქში არსებული ყოფილი საწარმოო ტერიტორიების ე.წ „ბრაუნფილდების“ განვითარების საკითხებზე მსოფლიო ბანკის ურბანული მიმართულების ხელმძღვანელს დევიდ სისლენს შეხვდა.

შეხვედრაზე პოზიტიურად შეფასდა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის პირველი ფაზის შედეგები, რომელიც თბილისის მასშტაბით არსებული „ბრაუნფილდების“ აღრიცხვისა და ინვენტარიზაციის კომპონენტს მოიცავდა. აქვე დაიგეგმა თანამშრომლობის მომდევნო ფაზის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები, რომელიც ამ ტერიტორიების დეტალურ კვლევას ითვალისწინებს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ წიკლაური, ურბანული მართვისა და განვითარების ჯგუფის უფროსი დავით ასანიძე და მსოფლიო ბანკის ურბანული განვითარების სპეციალისტი თენგიზ გოგოტიშვილი.

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს ყოფილი საწარმო ტერიტორიების განვითარება, რომელიც საბჭოთა ეპოქაში ინდუსტრიული დანიშნულებით გამოიყენებოდა, დღეს კი მათი უმეტესობა უფუნქციოდაა დარჩენილი. თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახური ამ ტერიტორიების სამომავლო განვითარების პერსპექტივასთან დაკავშირებით აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ექსპერტებთან.