05:44:24 ორშაბათი, 26 აგვისტო 2019
კონსულტაციებს ხელმძღვანელი პირებიც გაწევენ
თბილისის არქიტექტურის სამსახური მოქალაქეებთან კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით, კონსულტაციებს ახალი ფორმატითაც იწყებს. მოქალაქეებთან შეხვედრებს სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი და მისი მოადგილეები ყოველი კვირის სამშაბათს, ხოლო განყოფილების უფროსები პარასკევს გამართავენ.

სამსახურის ხელმძღვანელ პირებთან მიღების გრაფიკი შემოსული განცხადების საფუძველზე და საკურატორო სფეროების მიხედვით შედგება.

მოქალაქეებს არქიტექტურის სამსახურში კვალიფიციური კონსულტაციის მიღება სხვა სერვისების მეშვეობითაც შეუძლიათ: თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოქალაქეთა მისაღებში მუშაობს კონსულტანტთა გამოცდილი ჯგუფი; სამსახურის კონსულტანტები წარმოდგენილნი არიან თბილისის 5 რაიონულ გამგეობაში; ფუნქციონირებს ცხელი ხაზი (2 72 22 22) და ტექნიკური ცხელი ხაზი (2378346); მოქალაქეებს მათთვის საინტერესო შეკითხვებზე პასუხის მიღების შესაძლებლობა ონლაინ კონსულტაციის (tas.ge) საშუალებითაც აქვთ.