18:58:21 ოთხშაბათი, 21 ნოემბერი 2018
architect.tbilisi.gov.ge
ტექნიკური პრობლემების ცხელი ხაზი 2378346 (დარეკეთ სამუშაო დღეს 09:00 დან 18:00 საათამდე)
დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაზე გამოცხადებული კონკურსში შემოსული საკონკურსო განაცხადები

2015 წლის 01 აგვისტოს, 15:00 საათზე შეწყდა საკონკურსო წინადადებების მიღება დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაზე გამოცხადებულ კონკურსთან დაკავშირებით. პირველ ეტაპზე, კონკურსანტებს დავალებული ქონდათ საკვალიფიკაციო მონაცემების, საორგანიზაციო დოკუმენტების, პირობების და წინასაპროექტო მოსაზრების (ხედვის) წარმოდგენა. სულ შემოსულია 11 საკონკურსო წინადადება.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი– ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური ყველა დაინტერესებულ პირს საშუალებას აძლევს გაეცნონ შემოსულ საკონკურსო წინადადებებს და 2015 წლის 20 აგვისტოს ჩათვლით გამოხატონ საკუთარი მოსაზრებები მითითებულ ელექტრონულ მისამართზე info@tas.ge

მითითებულ ელექტრონულ მისამართს (info@tas.ge) შეექმნა ტექნიკური ხარვეზი ამის გამო მოსაზრებების მოწოდების ვადამ გადაიწია 2015 წლის 25 აგვისტომდე. ხოლო მათ ვინც უკვე გამოაგზავნეთ თქვენი შეხედულება საკონკურსო განაცხადების მიმართ გთხოვთ ხელახლა მოგვაწოდოთ ინფორმაცია.


იხილეთ საკონკურსოდ წარმოდგენილი შემოთავაზებები.

კონკურსანტების პასუხები დამაზუსტებელ კითხვებზე.