18:55:30 ოთხშაბათი, 21 ნოემბერი 2018
architect.tbilisi.gov.ge
ტექნიკური პრობლემების ცხელი ხაზი 2378346 (დარეკეთ სამუშაო დღეს 09:00 დან 18:00 საათამდე)
მიაწოდეთ თქვენი წინადადება 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შემსწავლელ უწყებათაშორის კომისიას
თბილისის მერიაში 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო და მდინარე ვერეს ხეობისა და მიმდებარე ტერიტორიის მდგომარეობის შესწავლისა და შემდგომი აღდგენითი სამუშაოების ორგანიზების მიზნით შექმნილი უწყებათაშორისმა კომისიამ ვერეს ხეობის განვითარების გრძელვადიანი და მოკლევადიანი პერსპექტივები განიხილა. 

თბილისის მერმა და მთავრობის წევრებმა სპეციალისტებთან ერთად იმსჯელეს ვერეს ხეობის უსაფრთხოებისა და თამარაშვილის ქუჩისა და გმირთა მოედნის დამაკავშირებელი გზის შესაძლო აღდგენის შესახებ. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ექსპერტები საკითხზე დეტალურ წინადადებებს წერილობით წარმოადგენენ.

გარდა ამისა, შეხვედრაზე თამარაშვილის ქუჩიდან გმირთა მოედნამდე არსებული გზის აღდგენის აუცილებლობაზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ გზის ჩაკეტვის შემთხვევაში სექტემბერში ქალაქი სატრანსპორტო კოლაფსს მიიღებს, თუმცა, რა ფორმით აღდგება აღნიშნულ მონაკვეთზე გზა, ამას კომისია უახლოეს პოერიოდში გადაწყვეტს. რაც შეეხება უსაფრთხოების ნორმებს, თბილისის მერის თქმით, ხეობაში დამონტაჟდება ადრეული გაფრთხილების სისტემა. ამასთან, დავით ნარმანიას განცხადებით, მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით გამაგრებითი სამუშაოები უკვე დაიწყო.

„ჩვენ უკვე დავიწყეთ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ღონისძიებები. იწმინდება მდინარე ვერეს კალაპოტი, ასევე გაწმენდილია ჩახერგილი გვირაბების ნაწილი და პროცესი ამ დრომდე მინდინარეობს. გარდა ამისა, დავიწყეთ საყრდენი კედლის მშენებლობა, რომელიც უსაფრთხოს გახდის წყნეთის ქუჩა N13-სა და მის მიმდებარე ტერიტორიას. ინტენსიური წვიმების შემთხვევაში, ვიდრე არ გვექნება მდინარე ვერეს ხეობაში გზის გრძელვადიანი უსაფრთხო პროექტი, მანამდე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით ჩაიკეტება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ექსპერტებმა დაამატეს რომ აიცულებელია დამბის მოწყობა, მდინარის ხეობის სრული განთავისუფლება, ცხაურების მოწყობა ასევე გმირთა მოედნის ქვეშგამტარი გვირაბის გაზრდა, სასაფლაოებთან დამცავი კედლის მოწყობა და საზოგადოებრივი ტრასნპორტის მაქსიმალური გაზრდა. 

თქვენი მოსაზრებები და ესკიზური ნამუშევრები თუ როგორ წარმოგიდგენიათ ვერეს ხეობის რეაბილიტაციის პროექტი შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ელექტრონბულ მისამართზე:  info@tas.ge ზე. 

ასევე მიმაგრებულ ფაილში იხილეთ საჭირო დოკუმენტაცია.