18:56:56 ოთხშაბათი, 21 ნოემბერი 2018
architect.tbilisi.gov.ge
ტექნიკური პრობლემების ცხელი ხაზი 2378346 (დარეკეთ სამუშაო დღეს 09:00 დან 18:00 საათამდე)
კანდელაკის სამშენებლო განვითარების წინა საპროექტო კვლევა
ბოლო წლების მანძილზე კანდელაკის, ბუდაპეშტის , ისაკაძის, ოდიშელიძის გაგარინისა და მგალობლიშვილის ქუჩებს შორის მოქცეული ტერიტორიაზე შეინიშნება განსაკუთრებით დიდი სამშენებლო აქტივობა. 

კონკრეტული ტერიტორია მიწის ნაკვეთების წყობით და ქუჩათა ქსელით წარმოადგენს ერთ-ერთ მოწესრიგებულ ურბანულ ერთეულს, სადაც უმეტესად დომინირებს ინდივიდუალური განაშენიანება. 

მოთხოვნებიდან გამომიდნარე - გაჩნდა გარკვეულ ადგილებში მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსების აშენების სურვილი. იმისთვის რომ არ მივიღოთ არაგეგმიური - ქაოსური სამშენებლო განვითარება, არქიტექტურის სამსახურმა გადაწყვიტა ჩაეტარებინა კვლევა რომელიც დაადგენდა ტერიტორიის სამშენებლო განვითარებისთვის ქალაქთმშენებლობის პარამეტრებსა და შენობა ნაგებობათა სიმაღლეებს ქუჩების შესაბამისად. 

თანდართულ/მიმაგრებულ  ფაილში გთავაზობთ შესაბამის კვლევას.