18:57:06 ოთხშაბათი, 21 ნოემბერი 2018
architect.tbilisi.gov.ge
ტექნიკური პრობლემების ცხელი ხაზი 2378346 (დარეკეთ სამუშაო დღეს 09:00 დან 18:00 საათამდე)
ცვლილება სამერცხლეს მოწყობასთან დაკავშირებით
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №168 დადგენილებით ცვლილება შევიდა "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57-ე დადგენილებაში (სსმ, 38, 27/03/2009) და ამოღებულ იქნა 65-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებდა სახურავზე კეხის სიმაღლისა და ქანობის შეუცვლელად სამერცხლეს მოწყობას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე არქიტექტურის სამსახურის ოფიციალური ვებ–გვერდიდან (tas.ge) , კერძოდ პირველი კლასის მცირე არქიტექტურული ობიექტების ჯგუფიდან ამოღებული იქნა შესაბამისი განაცხადის ფორმა - ნომენკლატურა.